აფეთქება ბანგლადეშში

ბანგლადეშში, საპორტო ქალაქ ჩიტაგონგთან საწყობში გაჩენილ ხანძარსა და აფეთქებას სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა. ასობით დაშავებულია. არსებული ინფორმაციით, საწყობში ზოგიერთ კონტეინერში ქიმიური ნივთიერებები ინახებოდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ქიმიური მასალების ზღვაში ჩაღვრის აღსაკვეთად მობილიზებულია არმია. უახლოესი საავადმყოფოები გადავსებულია, ექიმები მოსახლეობას სისხლის გაღებისკენ მოუწოდებენ. დაშავებულთაგან ბევრი კრიტიკულ მდგომარეობაშია და სხეულის 60-დან 90%-მდე აქვს დამწვარი.