აფეთქება ავღანეთში

ორი ადამიანი დაიღუპა ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად. ადგილობრივი მედიის ცნობით,  გარდაცვლილებიდან ერთი სამოქალაქო პირი და ერთი – ჯარისკაცია. დაშავებულია სამი ადამიანი. აფეთქება ბალხის პროვინციაში, ბალხის ოლქში მოხდა. პოლიცია აფეთქების შესახებ დეტალებს ჯერ არ ავრცელებს.