აფეთქება ავღანეთში

ქაბულში აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 20 პირი, მათ შორის ქალები და ბავშვები. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აფეთქების სამიზნე ავღანელი პარლამენტარი იყო, რომელიც აფეთქებას გადაურჩა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. „როიტერი“ წერს, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა, ავღანეთის მთავრობასა და „თალიბანს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე ავღანეთში მსგავსი შემთხვევების გახშირდა.