აფეთქება ავღანეთში

ავღანეთში, ღაზნის პროვინციაში თვითმკვლელი ტერორისტი დანაღმული ავტომანქანით სამხედრო ბაზაზე შევარდა და თავი აიფეთქა. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მომხდარის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 30 ადამიანი, 17 კი დაშავებულია.  გარდაცვლილები უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები არიან. აფეთქების შედეგად დაზიანდა ახლომდებარე შენობებიც. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.