AFD-ს გამარჯვება – რეგიონალური არჩევნების შედეგები გერმანიაში
გერმანიაში ჩატარებული რეგიონული არჩევნების შედეგები ევროკავშირისთვის გამოწვევა ხდება.
საქსონია-ანჰალტის პარლამენტში დიდი უპირატესობით ულტრამემარჯვენე ძალა, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერობს, მმართველი პარტია დამარცხდა. „აეფდეს“ უმრავლესობის მოპოვების შანსი აქვს, რადგან რამდენიმე მანდატი მიიღო კიდევ ერთმა ულტრამემარჯვენე ალიანსმა, რომელიც პირველ ადგილზე გასულ ძალასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. გერმანიის კანცლერი საკუთარი პოლიტიკური ძალის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ადგილობრივ არჩევნებში მარცხს ბოლო წლების ყველაზე დიდ მარცხად აფასებს და ძირეული რეფორმირების საჭიროებაზე იწყებს საუბარს. მერცი არ მალავს, რომ საარჩევნო შედეგებით შოკირებულია და იმ მიზეზებსაც ასახელებს, რამაც მისი აზრით, მსგავსი შედეგები განაპირობა. „მთავრობა ძველ რეჟიმში მუშაობას ვეღარ გააგრძელებს” – ასეთია კანცლერის გზავნილი. ფედერალურ მიწაზე ჩატარებული არჩევნების შედეგების პასუხად კანცლერმა პარტიაში კრიზისულ შეხვედრა გამართა და რეზონანსულია გამოხმაურება ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ევროკავშირის წევრი ქვეყნები ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერებაზე მიუთითებენ.