აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტის განცხადება

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი უახლოეს მომავალში ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურებას არ ელოდება.

პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ საწვავსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა ნაწილობრივ ლარის გაუფასურებამ გამოიწვია, თუმცა ის სავარაუდო მიზეზებად ბაზარზე არაკონკურენტუნარიან გარემოსა და კომპანიების მხრიდან შეთანხმებული ფასის დადგენასაც განიხილავს, რაც მისი თქმით, კანონით დაუშვებელია და თავისუფალი ბაზრის პრინციპებს ეწინააღმდეგება.