აეროპორტების გაერთიანების განცხადება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავტობუსით მგზავრთა გადაყვანის მომსახურებაზე უფლების მოსაპოვებლად ინტერესი სამმა სატრანსპორტო კომპანიამ დააკმაყოფილა. „ჯორჯიან ბას“ და „ომნიბუსს ექსპრეს“-თან ერთად მგზავრთა გადაყვანას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე და პირიქით, ახლა უკვე მესამე სატრანსპორტო კომპანია -,,მეტრო ჯორჯია” განახორციელებს. სატრანსპორტო კომპანიამ დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირება უკვე დაიწყო და მგზავრებს, დანარჩენი ორის კომპანიის მსგავსად, თბილისიდან და ბათუმიდან გადაიყვანს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს, „მეტრო ჯორჯია“, სხვა კომპანიების მსგავსად, თბილისიდან და ბათუმიდან ფრენებზე მორგებულ განრიგებს შესთავაზებს. ბილეთების შეძენა კომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.