აეროპორტების გაერთიანება IATA-ს სასწავლო პარტნიორი გახდა

18:41, 11.11.2026

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება რეგიონში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA-ს პირველი სასწავლო პარტნიორი ოფიციალურად გახდა. „აიატას“ გადაწყვეტილებით, UAG (იუ-ეი-ჯი) აკადემია საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის გლობალურ სასწავლო ქსელს შეუერთდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით „აიატას“ სასწავლო ცენტრებსა და აკრედიტებულ რეგიონულ პარტნიორებს აერთიანებს. რეგიონში პირველი სასწავლო პარტნიორის სტატუსი ადასტურებს, რომ აკადემია სრულად აკმაყოფილებს „აიატას“ საერთაშორისო ხარისხისა და სწავლების სტანდარტებს და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი საავიაციო ტრენინგების განხორციელება შეუძლია. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი ჟენევაში, აიატას ადმინისტრაციულ ოფისში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და „აიატას“ ტრენინგების დირექტორმა ტანია შმიტმა მოაწერეს.აღნიშნული აღიარება საქართველოსთვის საავიაციო განათლებისა და პროფესიული გადამზადების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

მსგავსი