ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია

საქართველოში ადვოკატთა საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. ორდღიანი ღონისძიების მიზანია, ადვოკატთა პროფესიული გაერთიანებების დაკავშირება და სამუშაო სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევების შესახებ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციაზე განსახილველ თემებს შორის არის არალიცენზირებული საადვოკატო საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლის გზები, პროფესიაში შესვლის სტანდარტების დახვეწა და ადვოკატების როლი საპროცესო შეთანხმების პროცესში.

ღონისძიება ადვოკატთა ასოციაციის, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის, ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გაიხსნა.