ამ წუთებში ადვოკატთა ასოციაციის საერთო პირველი კრება მიმდინარეობს. ადვოკატთა ასოციაცია თავმჯდომარეს, აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრებს აირჩევს. მმართველი ორგანოების არჩევნებში საერთო ჯამში 126 კანდიდატია რეგისტრირებული. ჯამში კომისიის ორი სხდომა გაიმართება. დღევანდელ სხდომაზე ღია კენჭისყრით ხმის დამთვლელი კომისიის წევრებს აირჩევენ. ასევე მოეწყობა ასოციაციის მმართველი ორგანოების ანგარიშების პრეზენტაციაც. ასევე დაგეგმილია თავმჯდომარეობის კანდიდატთა მოსმენა.