ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის განცხადება

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ჯანაშია მეორე ტურის გამართვას აპროტესტებს. ჯანაშია აცხადებს, რომ მეორე ტურის ჩატარების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან არჩევნები დარღვევებით ჩატარდა. ჟურნალისტებს ლევან ჯანაშიამ რამდენიმე ვიდეოჩანაწერი აჩვენა. ის არ გამორიცხავს, რომ ბრძოლა სამართლებრივი გზით განაგრძოს.