ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება იმართება.

შეხვედრაზე ასოციაციის თავმჯდომარე იურისტებს ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს.

ღონისძიებაზე ასევე განიხილება ასოციაციის წესდებასა და დისციპლინურ დებულებაში შესატანი ცვლილებები.

ადვოკატთა საერთო კრება, კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველწლიურად იმართება და მასში ასოციაციის წევრი ადვოკატები მონაწილეობენ.