ადვოკატთა ასოციაციის განცხადება

ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატ ნაირა ოტიაშვილის მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას აპროტესტებს.

საგანგებო ბრიფინგზე აღინიშნა, რომ განჩინება, რომლის მიხედვითაც ნაირა ოტიაშვილს საქალაქო სასამართლომ გირაო შეუფარდა, ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, მაგრამ  მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს და მასთან ერთად დაკავებულ დედა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1000-1000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ნაირა ოტიაშვილს ბრალი ოფიციალურად 2 ოქტომბერს წარუდგინეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ.