ადვოკატთა ასოციაციამ განვითარების გეგმა წარადგინა

ადვოკატთა ასოციაციამ 2019-2022 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა შეიმუშავა. ინიციატივის პრეზენტაცია, რომელიც ევროპის საბჭოსა და გაეროს მხარდაჭერით მომზადდა, ამ წუთებში მიმდინარეობს. გეგმა ითვალისწინებს ადვოკატის პროფესიისა და ასოციაციის პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებას. ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელება ხელს შეუწყობს ადვოკატების საქმიანობას და ხარისხიან მართლმსაჯულებას. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებიც ესწრებიან.