ადვოკატების საპროტესტო აქცია-მსვლელობა თბილისში

საპროტესტო აქციას მართავენ ადვოკატები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან.

უფლებადამცველები ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეხმაურებიან და დაკავებულთა გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. მანიფესტაციის მონაწილეები ყურადღებას ამახვილებენ საქართველოში სასამართლოს მდგომარეობაზე და სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფას და მოსამართლეებად კეთილსინდისიერი კადრების დანიშვნას ითხოვენ. მანიფესტაცია პარლამენტის შენობისკენ მიემართება.