ადვოკატების მზადება არჩევნებისთვის

როდესაც ფიქრობთ, თქვენ მიმართ კანონი დარღვეულია, შეგიძლიათ მიმართოთ სახალხო დამცველს ან კარგი ადვოკატის ძებნა დაიწყოთ.

ომბუდსმენის პარალელურად, ახალ ხელმძღვანელს ირჩევს ის ინსტიტუტიც, რომელიც ქვეყანაში ადვოკატთა კორპუსის უფლებებს და ინტერესებს იცავს.

ადვოკატთა ასოციაციაში არჩევნებისთვის ემზადებიან. ამ დროისთვის დარეგისტრირებულ ოთხ კანდიდატს დაძაბულ წინასაარჩევნო რეჟიმში უხდება საკუთარი უპირატესობის დამტკიცება.