ადვოკატების კამპანია

„გააკეთე შენი არჩევანი მოითხოვე აცილება“ –  კამპანია ამ სახელწოდებით სოციალურ ქსელში ადვოკატების ნაწილმა მოსამართლეებთან დაკავშირებით დაიწყო.

ინიციატორი ადვოკატი გიგი სისვაძეა და მისი ინფორმაციით, კამპანიას უკვე თხუთმეტამდე მოსამართლე შეუერთდა. ადვოკატის განცხადებით, კამპანია იმ მოსამრთლეებს ეხება, რომელთა მიერ განხილულ საქმეებთან დაკავშირებითაც კითხვები არსებობს, მათ შორის არიან ლევან მურუსიძე, დიმიტრი გვრიტიშვილი და  მიხეილ ჩინჩალაძე. ადვოკატი მოუწოდებს კოლეგებს, სასამართლო სხდომებზე ამ კონკრეტული მოსამართლეების საქმიდან აცილება მოითხოვონ.

კამპანიასთან დაკავშირებით საპასუხო განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გააკეთა.