ადვოკატების განცხადება

მსჯავრდებულ ზვიად ჭიტაძის ადვოკატები გლდანის ციხის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს პატიმრის მიმართ დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებენ.

უფლებადამცველების მტკიცებით, დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, რამაზ ფირცხალავამ  და ამავე სამსახურის თანამშრომელმა, ზურაბ მოდებაძემ პატიმარს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადვოკატები ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლების პასუხისმგებლობის დაყენებას და ეფექტურ გამოძებას ითხოვენ.

„მოამბე“  სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა, უწყებაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.