ადვოკატების განცხადება – იუსტიციის პასუხი

18:02, 12.10.2025

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს: პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ. ინფორმაციას ამის შესახებ დაკავებულთა ადვოკატები ავრცელებენ. ბურჭულაძის უფლებადამცველი, შოთა თუთბერიძე განმარტავს, რომ როგორც კი შესაბამის დადგენილებას ჩააბარებენ, ადვოკატები ამ დოკუმენტის გასაჩივრებას გეგმავენ. ადვოკატის შეფასებით, მიზანი დაკავებულებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენაა. ფაქტთან დაკავშირებით მოკლე კომენტარს აკეთებს იუსტიციის სამინისტრო, სადაც განმარტავენ, რომ დაკავებულ პირებს აღნიშნული უფლებები შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე 9 დეკემბრამდე შეეზღუდათ. შეგახსენებთ, აღნიშნული პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 4 ოქტომბრის საქმეზე შეეფარდათ. მათ გამოძიება სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლს ედავება, მათ შორის სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას.

მსგავსი