ადვოკატების განცხადება

სარალიძის ოჯახის ადვოკატი პროკურატურას მიმართავს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც მირზა სუბელიანი ჩანაწერში საუბრობს.

ნესტან ლონდარიძისა და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ფარული ჩანაწერებით დასტურდება, რომ ხელისუფლებასა და სუბელიანს შორის გარიგება მოხდა, რითაც საგამოძიებო უწყება უნდა დაინტერესდეს.

უფლებადამცველები ასევე ფიქრობენ, რომ სუბელიანს ბრალი მხოლოდ ხორავას ქუჩაზე დანაშაულის შეუტყობინებლობაზე არ უნდა ჰქონდეს წარდგენილი.