ადვოკატები საქალაქოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძის უფლებადამცველი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. ადვოკატმა სარჩელი რამდენიმე წუთის წინ შეიტანა. მსგავსი სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებას გეგმავენ საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის ადვოკატებიც. უფლებადამცველების განცხადებით, მოსამართლე მიკერძოებული იყო და მან საკუთარი გუშინდელი გადაწყვეტილების დასაბუთება ვერ შეძლო. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილების გასაჩივრებას ხვალ გეგმავს.