ადვოკატები იურიდიული დახმარების ჯგუფს ქმნიან

ადვოკატების ნაწილი იურიდიული დახმარების ჯგუფს ქმნის. ამის შესახებ მათ  შინაგან საქმეთა სამინისტროსთან განაცხადეს. ინტერესების დამცველთა თქმით, ჯგუფი პოლიციელების მიერ უკანონო დავალებების შესრულების საკითხს და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს შეისწავლის. ადვოკატები ასევე აპირებენ, რომ შეისწავლონ მოსამართლეების მიერ მიღებული  გადაწყვეტილებები.

მათი განცხადებით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ამ საქმეებს დამოუკიდებელი პროკურატურაც შეისწავლის.