ადვოკატები ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ

უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატთა ნაწილი იმ რეგულაციებს აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, მათ საქმიანობას სამსახურში შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი შეაფასებს. უფლებადამცველების განცხადებით, მათ ანგარიშში ის დეტალური ინფორმაციაც უნდა წარადგინონ, რომელიც საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისას მოიპოვეს, რაც მათი მტკიცებით, ადვოკატთა შესახებ კანონმდებლობას არ შეესაბამება. უფასო იურიდიულ სამსახურში აცხადებენ, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და უფლებადამცველთა საქმიანობის მონიტორინგი ხარისხის გაუმჯობესების მიზნით იგეგმება. სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ადვოკატი მონიტორინგის ჯგუფს დეტალურ ინფორმაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადასცემს, თუკი თავად ბრალდებული იქნება თანახმა. დავა მხარეებს შორის  სასამართლოში მიმდინარეობს, რომელიც დასკვნით ეტაპზეა.