ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადება

ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, გამოძალვის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გამამართლებელი განაჩენი ზეწოლის შედეგად შეცვალა. საუბარია ჯგუფურ გამოძალვაში ბრალდებულებზე – რობერტ ჟორჟოლიანზე, კობა ფანგანსა და ბერდია ჯაფარიძეზე.

გამოძიების ინფორმაციით, საქმეში დაზარალებულია ანდრია ლილუაშვილი, რომელსაც პროკურატურის ინფორმაციით ბრალდებულები ფულს სძალავდნენ. ცხრათვიანი განხილვის შემდეგ პირველმა ინსტანციამ აღნიშნული პირები გაამართლა, თუმცა ამის შემდეგ, სააპელაციო სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენი დადგა.

მსჯავრდებულების ადვოკატების ინფორმაციით, მეორე ინსტანციაში მოსამართლეზე ზეწოლა განხორციელდა, რადგან დაზარალებული სუს-ის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრია. პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებით, მტკიცებულებებით სასამართლო განხილვების დროს დადასტურდა, რომ გამოძალვაში ბრალდებული პირები დაზარალებულს ე.წ. კანონიერი ქურდების მუქარით გაზგასამართი სადგურის 25%-იანი წილის დათმობას აიძულებდნენ. უარის მიღების შემდეგ ბიზნესმენს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.