ადვოკატ ოტიაშვილსა და მასთან ერთად დაკავებულ დედა-შვილს გირაო შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს და მასთან ერთად დაკავებულ დედა-შვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ათასლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დაკავებულები საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დედა-შვილი და მათი ადვოკატი, თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ.

დატოვე კომენტარი