ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა სასამართლო

ბათუმის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეების საქმეების განხილვა გრძელდება.

გასული დღეების განმავლობაში ადმინისტრაციული ბრალით სულ რვა პირი დააკავეს. მათ შორის არის გამოცემა „ბათუმელების“ ოპერატორიც. გურამ მურვანიძის ადვოკატის ინფორმაციით, ის მაშინ დააკავეს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე გამართულ აქციაზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.