ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა საქმეების განხილვა

შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევის საფუძველზე დაკავებული პირების ადმინისტრაციული საქმის განხილვები, თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დღეს სასამართლომ უკვე განიხილა აქციის ოთხი მონაწილის საქმე. მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო გზის გადაკეტვას ედავებოდა. სასამართლომ ანუკი გამსახურდია, ბექა აგულაშვილი და ვაჟა ბერიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მათ სხვადასხვა რაოდენობის დღით პატიმრობა შეუფარდა. სამოქალაქო აქტივისტის რუსკა მჭედლიძის სხდომა კი – მოსამართლის გადაწყვეტილებით 19 ნოემბრამდე გადაიდო.