ცოტა ხნის წინ დასრულდა ადმინისტრაციული წესით დაკავებული, რეჟისორ გურამ მაცხონაშვილის საქმის განხილვა.
საქალაქო სასამართლომ მაცხონაშვილი სამართალდამრღვევად ცნო. მის საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა განიხილა და მას ადმინისტრაციული სახდელი 2000 ლარის ოდენობით დააკისრა. რეჟისორი 17 იანვარს თემქის პოლიციასთან დააკავეს. მას სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე და 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას ედავებოდნენ, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევას გულისხმობს, რაც ნიღბის ტარების აკრძალვას მოიცავს.