ადმინისტრაციული წესით დაკავებულების საქმეების განხილვა

შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევის საფუძველზე დაკავებული პირების ადმინისტრაციული საქმის განხილვები, თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.

დღეს სასამართლომ უკვე განიხილა სამი აქციის მონაწილის საქმე, აქედან ორი პირის სხდომა მტკიცებულებების წარმოდგენის მიზეზით გადაიდო. ინგა ბუაძეს, რომელსაც გზის გადაკეტვას ედავებოდნენ, მოსამართლემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5000 ათასი ლარით დააჯარიმა. საქალაქო სასამართლო ასევე განიხილავს გუშინ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების, მათ შორის ნინია კაკაბაძის საქმეებს.