ადმინისტრაციული საქმეების განხილვა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ვეტერან გიორგი კობერიძის სასამართლო პროცესი გამართა. მას ვეტერანების მარშზე, პარლამენტის შენობის წინ გზის გადაკეტვას ედავებიან. ადვოკატის თქმით საქმეში არ დევს შესაბამისი ვიდეო მტკიცებულება, რომელიც კობერიძის ბრალეულობას ამტკიცებს. საქმეზე გადაწყვეტილებას მოსამართლე 21 თებერვალს გამოაცხადებს.