მსახიობები ბაჩო ქაჯაია და ანა ტყებუჩავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ 9 იანვარს, რუსთაველის გამზირის გადაკეტვაში ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო და 5000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. როგორც მოსამართლემ განმარტა, მათ 5000 ლარი დაჯარიმების დადგენილების ჩაბარებიდან 7 დღიან ვადაში უნდა გადაიხადონ, გასაჩივრება კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეუძლიათ. გადაწყვეტილების გამოცხადებას შსს-ს წარმომადგენელი არ დასწრებია, რომელიც მსახიობების ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობას ითხოვდა.
მსახიობების განცხადებით, 9 იანვარს რუსთაველის გამზირზე აქციას მაშინ შეუერთდნენ, როდესაც ქუჩა უკვე გადაკეტილი იყო და ამას მათი თქმით, კადრებიც ადასტურებს. აქვთ ჩეკებიც, რომ რუსთაველის გადაკეტვის დროს კაფეში იმყოფებოდნენ, თუმცა, მოსამართლემ მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ გაითვალისწინა