„გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრის, გელა ხასაიას პროცესი მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
შსს-ს წარმომადგენელი გელა ხასაიას ადვოკატის შეკითხვებს აპროტესტებდა. კამათი იყო ადვოკატსა და მოსამართლე ნინო ენუქიძეს შორისაც. მოსამართლე ადვოკატმა მოწმე პოლიციელის მიმართ მიმანიშნებელ მოწოდებაში დაადანაშაულა. მოსამართლემ კი ადვოკატი რეპლიკების და ხმამაღალი საუბრის მიზეზით საფუძვლით 100 ლარით დააჯარიმა. ხასაიას „დროას“ ოფისის წინ გზის გადაკეტვასა და პოლიცილების მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ადვოკატი კი აცხადებდა, რომ ხასაიას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, რასაც ვიდეო მტკიცებულებაც ადასტურებს.
ხასაია სასამართლომ 4500 ლარით დააჯარიმა.