ადმინისტრაციული საქმეების განხილვა

ზუგდიდის სასამართლოში, პარტია „დროას“ ადგილობრივი ლიდერი მარიამ სიჭინავა სამართალდამრღვევად ცნეს და 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის 29 იანვარს შეადგინეს, მარიამ სიჭინავას ლაზერის გამოყენებას ედავებოდნენ. მოსამართლე ირაკლი აბშილავამ მარიამ სიჭინავა სხდომის დარბაზიდან გააძევა სხვადასხვა შეძახილისთვის. პროცესის დაწყებამდე მარიამ სიჭინავამ სასამართლოს ჭიშკართან საპროტესტო ფლეშმობი მოაწყო. მან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები გააპროტესტა. მარიამ სიჭინავა არაერთხელ არის დაჯარიმებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მიზეზით. კერძოდ, მას 2000-5000 ლარის ოდენობის ჯარიმები აქვს დაკისრებული პროევროპულ საპროტესტო აქციებზე სახის დაფარვისთვის და ფეიერვერკის გამოყენებისთვის. სიჭინავას თქმით, მისი ჯარიმების რაოდენობა უკვე 20 ათას ლარს აღემატება.