თბილისის საქალაქო სასამართლო მსახიობ ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ ბრალდებაზე მსჯელობს. საქმეს მოსამართლე ნინო ენუქიძე განიხილავს. უფლებადამცველის თქმით, საქმეში არ დევს მტკიცებულება, რომელიც მსახიობის ბრალეულობას დაამტკიცებს.
ბაჩო ქაჯაიას 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვას ედავებიან, მაშინ როდესაც ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო. დაცვის მხარე ქაჯაიას მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას გამორიცხავს.