ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული ზურაბ ჯაფარიძე გათავისუფლებულია

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული ,,გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გათავისუფლებულია. ჯაფარიძე,  სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე საუბრობს.

მისივე განცხადებით, გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი დარტყმა ბიზნესსექტორზე და სახელმწიფოს პასუხი, რომ რეალურად ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად პოლიტიკური ნება არ არსებობს.