ადმინისტრაციული პროცესი

18:16, 26.07.2025

თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან გამოსახლებული და ადმინისტრაციული წესით დაკავებული ორი პირი სასამართლომ 2000–2000-ლარით დააჯარიმა. ამავე ინციდენტისას დაკავებული კიდევ სამი პირი – მამა და ორი შვილი კი სხდომათა დარბაზიდან სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლეს. დღესვე ადმინისტრაციული წესით დაკავებული კიდევ ოთხი პირის პროცესი გადაიდო. დანარჩენ დაკავებულებზე სასამართლოს, ჯერჯერობით, არ უმსჯელია.

შეგახსენებთ, 24 ივლისს თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან რამდენიმე ათეული ოჯახი გაასახლეს. აღნიშნულ პროცესს პოლიციასთან დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რა დროსაც, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 17 პირი დააკავეს. მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

მსგავსი