ადიდებულმა ენგურმა სოფელ ტყაიას ნაწილი დატბორა
ადიდებულმა მდინარე ენგურმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ტყაიას ნაწილი დატბორა. წყალმა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და თხილნარები დაფარა, რამდენიმე ოჯახში დაიტბორა დამხმარე ნაგებობები, დაიხოცა შინაური პირუტყვი და ფრინველები. დაზიანებულია ნაპირსამაგრი გაბიონები. ენგურის ადიდება უხვი ნალექისა და ენგურჰესიდან ჭარბი წყლის გაშვებამ გამოიწვია. ამჟამად ენგურჰესის ფარები დაკეტილია და წყლის დონემაც საგრძნობლად იკლო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, თუმცა ზარალის სრული ოდენობა მხოლოდ წყლის დონის კლების შემდეგ იქნება შესაძლებელი.