ადგილობრივმა სადამკვირვებლო მისიებმა საარჩევნო პროცესი შეაჯამეს

პარალელური დათვლის შედეგებთან ერთად, ადგილობრივმა სადამკვირვებლო მისიებმა საარჩევნო პროცესი შეაჯამეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დაკვირვებით, არჩევნების პროცესი მშვიდად, ორგანიზებულად და კანონის ნორმების დაცვით წარიმართა.

სადამკვირვებლო მისიამ დააფიქსირა მცირე პროცედურული ხასიათის ერთეული დარღვევები, რაც ქეთი ჩაჩავას განმარტებით, საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს.