ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნები ვანში
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში საკრებულოს შუალედური არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. უბანზე ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატებია მოწყობილი. ამომრჩეველი არჩევანს ორ კანდიდატს შორის აკეთებს.
კანდიდატები არიან ბექა კოპალაძე „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წარმომადგენელი და ვაჟა ხელაძე პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. არჩევნებს ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებიან. სოფელში რეგისტრირებულია 679 ამომრჩეველი. 14:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 300-მდე ამომრჩეველმა.