ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნები დმანისში
რაც შეეხება ქალაქ დმანისს, აქ ერთი საარჩევნო უბანია გახსნილი. დილის რვა საათიდან გაიხსნა 35-ე საარჩევნო უბანი. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, ამ დროის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა საშუალოა, საარჩევნო პროცესი კი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, აღნიშნულ საარჩევნო უბანზე, ჯამში 264 ამომრჩეველია რეგისტრირებული.