ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნები დმანისში

18:13, 03.10.2026

დმანისში N35-ე საარჩევნო უბანზე სულ 264 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათი თქმით, არჩევანი მშვიდ გარემოში გააკეთეს. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 15 საათის მონაცემებით აღნიშნულ უბანზე რაიმე დარღვევა არ დაფიქსირებულა, აქტივობა კი საკმაოდ მაღალია. აქ „ქართული ოცნებიდან“ კანდიდატი – ირაკლი სარსევანიძეა, ხოლო პარტია „ძლიერი საქართველო – ლელოდან“ ვაჟა ნონიაშვილი.

მსგავსი