ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნები დმანისში
დმანისში N35-ე საარჩევნო უბანზე სულ 264 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 15:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი 70-ზე მეტმა მოქალაქემ დააფიქსირა. მათი თქმით, არჩევანი მშვიდ გარემოში გააკეთეს. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 15:00 საათის მონაცემებით, აღნიშნულ უბანზე რაიმე დარღვევა არ დაფიქსირებულა.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივები დღეს საკრებულოს მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. „ქართული ოცნებიდან“ კანდიდატი – ირაკლი სარსევანიძეა, ხოლო პარტია „ძლიერი საქართველო – ლელოდან“ ვაჟა ნონიაშვილი.