ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნები ახმეტის მუნიციპალიტეტში
რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტშიც. სოფელ კასრისწყლის მოსახლეობა საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. მანდატის მოსაპოვებლად რეგისტრირებულია მხოლოდ ლევან ითიურიძე, პარტია „ქართული ოცნებიდან“.
საზღვრისპირა სოფელში კენჭისყრის პროცესი ზუსტად რვა საათზე დაიწყო და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. სოფელში 272 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მოქალაქეთა აქტივობა ამ დროისთვის საშუალოა.