ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნები
ვანი, წალკა, დმანისი, ახმეტა – ოთხ მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები დასრულებულია. საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი შვიდივე უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ყველა ვაკანტურ ადგილზე საკუთარი კანდიდატი ჰყავდა წარდგენილი „ქართულ ოცნებას“, კენჭისყრაში მონაწილე ერთადერთი ოპოზიციური პარტია „ლელო – ძლიერი საქართველო“ იყო, რომელმაც ამომრჩეველს კანდიდატი სამ მაჟორიტარულ ოლქში შესთავაზა. შედეგების დათვლა უკვე მიმდინარეობს.
დღევანდელი შუალედური არჩევნების შედეგებით, ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოების მაჟორიტარ წევრთა ვაკანტური ადგილები შეივსება.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ცარო კირვალიძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში – ხომ არ არის ცნობილი პირველადი შედეგები ამ დროისთვის.