ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნები წალკაში
შუალედური არჩევნები წალკაში ოთხ უბანზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ადგილობრივებმა არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. წალკაში 1011 ამომრჩეველია. ამ დროისთვის უბნებზე ამომრჩევლების მაღალი აქტივობა ფიქსირდება.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის არცერთი საჩივარი არ დაწერილა. არჩევნებს ადგილობრივი დამკვირვებლები და მედია-ორგანიზაციები აკვირდებიან.