ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნები ახმეტის მუნიციპალიტეტში

12:14, 03.10.2026

ახმეტის მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. სოფელ კასრისწყლის მოსახლეობა საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. მანდატის მოსაპოვებლად რეგისტრირებულია პარტია „ქართული ოცნებიდან“ ლევან ითიურიძე. საზღვრისპირა სოფელში კენჭისყრის პროცესი ზუსტად რვა საათზე დაიწყო და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. სოფელში 272 ამომრჩეველია რეგისტრირებული. საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მოქალაქეთა აქტივობა ამ დროისთვის საშუალოა.

მსგავსი