ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დაახლოებით სამი თვით ადრე, ჯერ კიდევ უცნობია ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის გადაწყვეტილება – მიიღებენ თუ არა მონაწილეობას საარჩევნო პროცესში. პარტიების ლიდერების დაკავების ფონზე, ღიად რჩება საკითხი, გაიმართება თუ არა კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებში. ამ დროისთვის პოზიციას არ ცვლის და არჩევნებისთვის ემზადება პარტია „გირჩი“. არჩევნებში მონაწილეობას ბრძოლის მთავარ იარაღად მიიჩნევენ გახარიას გუნდის წევრები და პარტია „ლელოც“, თუმცა, ალეკო ელისაშვილის გარდა, „ლელოში“ საბოლოო გადაწყვეტილება პარტიის წარმომადგენლებს მკაფიოდ არ დაუფიქსირებიათ. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის რეიტინგი განულებულია და მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებს 64-ვე ოლქში დიდი უპირატესობით მოიგებს.