ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
 მაშინ, როდესაც ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნაა, ჯერ ისევ ბუნდოვანია, რას გადაწყვეტენ ისინი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე მკაფიოდ არას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამბობენ, სადაც თვლიან, რომ რიგგარეშე არჩევნების გარდა, ნებისმიერ სხვა ტიპის საარჩევნო პროცესში მონაწილეობა ოპოზიციის მხრიდან, „ქართულ ოცნებასთან“ გარიგება იქნება.
სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში კი აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნების საკითხი მათ პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას, თუმცა მაშინ, როდესაც საკითხი საარჩევნო სამზადისს უკავშირდება, ამ თემას პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აუცილებელ ნაწილად ასახელებენ.