ვინ როგორ ემზადება ოქტომბერში დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნებისთვის და მიიღებს თუ არა ოპოზიცია საარჩევნო მარათონში მონაწილეობას? – ამ საკითხებზე ჯერ კიდევ აზრთა სხვადასხვაობაა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს. პარტია „ლელოში“ კი კონკრეტულ პირობებზე საუბრობენ – ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და მიმდინარე მოვლენებისას დაკავებული პირების გათავისუფლება.
4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ემზადებიან „გირჩში“ და იმავეს ურჩევენ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში იმ შემთხვევაში ჩაერთვება, თუ ამას გარე ძალები გადაწყვეტენ.