ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2021 - უბნის დახურვა კრწანისის ოლქში

დედაქალაქის ერთადერთი ოლქი, სადაც, პირველი ტურის მსგავსად, დღეს ხმის მიცემის ახალი სისტემა მოქმედებდა, კრწანისია.

41 314 მოქალაქეს საშუალება ჰქონდა, რომ არჩევანი ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით, ანუ ელექტრონულად გაეკეთებინა. მეოთხე საარჩევნო ოლქის ამომრჩევლები ხმას ელექტრონული აპარატის საშუალებით აძლევდნენ, რაც ნიშნავს, რომ ამ ოლქის 31-ვე უბანზე ბიულეტენებს ხმის მთვლელი აპარატები დაითვლიან და შესაბამისად, კრწანისის წინასწარი შედეგები უბნების დახურვიდან რამდენიმე წუთში უკვე გვეცოდინება.